სააპელაციო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ადმინისტრაციული პროცესი გაიმართა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ადმინისტრაციული პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები კიდევ ერთხელ წარმოადგენენ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც საქალაქო სასამართლოსა და დევნილთა სამინისტროს  უკვე წარუდგინეს.

ადვოკატების მოთხოვნა უცვლელია – ბათილად  ცნონ პირველი ინსტანციის სასამართლოს  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი შარშან მაისში დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა.

ჩაბუქის წინასაექტრადიციო პერიოდი თებერვალში იწურება. მომდევნო სხდომა 26 იანვარს ჩაბუქის მეუღლის დაკითხვით განახლდება.