სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა

მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. ჯერ უცნობია, როდის გამოცხადდება განაჩენი. როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებულმა დასკვნით სიტყვაში ყველა იმ საკვანძო საკითხზე ისაუბრა, რაც მის უდანაშაულობას ამტკიცებს. ადვოკატი ამბობს, რომ დეკანოზმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ ციხეში შედიოდნენ პირები, რომლებიც თავისუფლების სანაცვლოდ თანამშრომლობას სთავაზობდნენ. ადვოკატი არ აკონკრეტებს, ამ პირების ვინაობას, თუმცა ამბობს, რომ ისინი პროკურატურის თანამშრომლები არ იყვნენ.