სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება გ.ბ.-ს, მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ. ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელით ზომა და 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.

თემის დეტალები „მოამბეში“.