აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია – სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მეორე ინსტანციის გადაწყვეტილების განმარტებითი ნაწილი ჯერჯერობით დაცვის მხარისთვის უცნობია და მის ჩაბარებას ამ წუთებშიც ელოდებიან. ინტერესების დამცველების თქმით, დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ და სახელმწიფოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურებასაც აპირებენ, რაც საპატიმრო ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ იყო დასახელებული. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა ასევე ითხოვდა დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის აღიარებას. ინტერესების დამცველი მოლაპარაკებას არც ამ მიმართულებით გამორიცხავს.
შეგახსენებთ, ჩიქობავა და ხასაია 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. ისინი ამ ფორმით ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ. შემდეგი პროცესი სასამართლოში 18 მარტს არის ჩანიშნული.