სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

სააპელაციო სასამართლომ „თი ბი სი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საჩივარი, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაოს და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვაზე, დაუშვებლად სცნო.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს, პირველი ინსტანციის განჩინება ძალაში დარჩა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, 700-700 ათასლარიანი გირაო დააკისრა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაზეც ზემდგომმა ინსტანციამ საჩივრის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუშვებლად სცნო ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.