სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

12:23, 09.09.2026

მაღაროელების საქმის განხილვა დასრულდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს ექვსი წლითა და სამი თვით, ხოლო არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს – ოთხი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ განსაზღვრული. დაცვის მხარე საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. განაჩენის გამოცხადებას დაკავებული მაღაროელების მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მსგავსი