სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება სააპელაციოში მედია მენეჯერის უფლებადამცველმა გაასაჩივრა. პარალელურად, მზია ამაღლობელის გათავისუფლებისა და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით აქციები იმართება როგორც ბათუმში, ისე თბილისში. თავად „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი კი ციხეში შიმშილობს. მან საკუთარ რედაქციას წერილი გაუგზავნა და ბრძოლისკენ მოუწოდა.