ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ადვოკატის სარჩელი დაუშვებლად სცნო.
ზემდგომ ინსტანციაში დაცვის მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც მზია ამაღლობელს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი, პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის განცხადებით დაცვის მხარე ელოდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს რის შემდეგაც გაკეთდება განცხადება. მისივე თქმით, დაცვის მხარე სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.