სააპელაციო სასამართლო "ბასიანის" ინციდენტთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ შეტანილ საჩივარზე იმსჯელებს

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო “ბასიანის” ინციდენტთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ შეტანილ საჩივარზე იმსჯელებს. სახელმწიფო ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, კლუბ “ბასიანთან” მომხდარი ინციდენტის შედეგად ბრალდებული თამაზ ქვლივიძე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების ნაცვლად, გირაოთი გათავისუფლდა.

თეონა ხუბულავა დეტალებით.