საახალწლო სამზადისი თბილისში
პირველი რესპუბლიკის მოედანი – ეს არის ადგილი, სადაც წელს დედაქალაქში საახალწლო განწყობა ყველაზე მეტად იგრძნობა. უკვე საზეიმოდ განათდა თბილისის მთავარი ნაძვის ხე. ასევე გაიხსნა „საახალწლო სოფელიც,“ სადაც 7 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართება. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი.
კიდევ რა დახვდებათ დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს თბილისის ცენტრალურ მოედანზე – ამას თეონა მაჭარაშვილი გვეტყვის.