საახალწლო სამზადისი თბილისში

„თბილისი – ევროპული ქალაქი“ – ასეთია 2024 წლისთვის დედაქალაქის საახალწლო სლოგანი. ტრადიციულად წელსაც ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და თბილისის ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. 16 დეკემბრიდან კი საახალწლო სოფელი გაიხსნება.

საზეიმო კონცერტებზე დასწრებას და წინასაახალწლო განწყობის შექმნას თბილისელები და მათი სტუმრები წელსაც ორ ლოკაციაზე – ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში შეძლებენ.