საახალწლო სამზადისი რეგიონებში

საქართველოს რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები დღეს მესტიიდან აიღებს სტარტს. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მოეწყობა საკონცერტო სცენა, რომელიც დღის განმავლობაში სხვადასხვა ანსამბლს დაეთმობა.