საახალწლო სამზადისი რეგიონებში

მესტიაში წინასაახალწლო ზეიმი მიმდინარეობს. მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება. მოგვიანებით კი სტუმრებს კონცერტზე ელოდებიან.