საახალწლო სამზადისი ბოლნისში

ბოლნისში სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეებს საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ბავშვებისთვის მოეწყობა სივრცეები, წარმოდგენები, თოვლის ბაბუა კი მათ საჩუქრებს დაურიგებს. დღის ბოლოს კი კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.