საახალწლო სამზადისი ქუთაისში

ქუთაისში დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება. ქალაქის შუაგულში განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მოეწყობა კოსტიუმირებული შოუ, საღამოს კი დახურავს გალაკონცერტი და ფოეირვერკები. „ახალი წლის დღეები საქართველოში“ – მთავრობის მეთაურის ინიციატივით, 63 ქალაქსა და დაბა ბაკურიანში 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.