დღეს ხევსურეთში არის სოფლები, სადაც ხალხი აღარ ცხოვრობს, თუმცა გუდანში წელიწადის ამ დროს ხუთი ოჯახი აუცილებლად გიმასპინძლებთ. ხევსურეთში ახალ წელს ოდითგანვე დიდი სამზადისით ხვდებოდნენ, არაყს ხდიდნენ და ლუდს ხარშავდნენ. უძველესმა ტრადიციებმა თანამედროვეობაში ფერი იცვალეს, თუმცა ის, რაც საქართველოს ამ კუთხეში უცვლელია, ხევსურული ხინკლის მომზადებაა. ახალი წელი დღემდე 14 იანვარს აღინიშნება, თუმცა, არც პირველ იანვარს აკლია საზეიმო გარემო. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს, ყველაზე დიდი კი – სამეკვლეო კვერია. ძველი ტრადიციების ახალი სიცოცხლე ჭინჭარაულების ოჯახში.
#მოამბერეგიონები ხევსურეთიდან – ანუკი მასხარაშვილისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი.
მოამბე რეგიონები