საახალწლო სამზადისი დედაქალაქში 

22:03, 11.12.2025

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხვალ საზეიმო ვითარებაში აინთება. ცერემონია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საღამოს რვა საათზე დაიწყება. ამავე ტერიტორიაზე მოწყობილი საახალწლო სოფელიც ხვალ გაიხსნება. მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა და გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის ფინალური სცენა. ხვალვე განათდება დედაქალაქის მასშტაბით დამონტაჟებული ილუმინაციები. საახალწლო სოფელში ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება, დეკორაციებით და სხვადასხვა ინსტალაციით მორთულ სივრცეში სტუმრებს ყოველდღე გასტრონომიულ და სამეწარმეო მარკეტშიც გაუმასპინძლდებიან. საახალწლო პროგრამა კონცერტებს, თეატრალიზებულ წარმოდგენას, საშობაო ბაზარს, გამოფენა-გაყიდვებს, კულინარიულ მასტერკლასებს, ღია კინოთეატრის წარმოდგენებს, საბავშვო აქტივობებსა და ვორქშოფებს მოიცავს. პატარებს საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლიც დახვდებათ.

დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ხვალინდელი საზეიმო ცერემონიის რეპეტიცია გაიმართა.

მსგავსი