საახალწლო საბავშვო პროექტები

ბუნებრივია, ახალი წლის დღეებში მშობლების ერთ-ერთი საზრუნავი შვილებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაა. ამ მხრივ პატარებს თბილისის სხვადასხვა თეატრი მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. ალექსეი ფადეიჩევის „მაკნატუნა“ ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლიკო ვირსალაძის სცენოგრაფიითა და კოსტიუმებით, რობერტ სტურუას „სალამურა“ რუსთაველის თეატრის სცენაზე, ლევან წულაძის „საშობაო სიმღერა“ მარჯანიშვილის თეატრში… ამ სპექტაკლებთან ერთად, საახალწლო პროგრამა მომზადდა მოზად მაყურებელთა თეატრში.

ლიზა ციციშვილი გაგაცნობთ, რა საბავშვო წარმოდგენები გელოდებათ სადღესასწაულო დღეებში.