საახალწლო ნობათი დევნილი მოსახლეობისთვის
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, ქუთაისში დევნილ ოჯახებს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა. 1 600-ზე მეტი დევნილი ოჯახი, ქუთაისისა და თბილისის საცხოვრებელ კომპლექსებში, ახალ 2026 წელს გარემონტებულ ახალგადაცემულ ბინებში შეხვდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ამ ეტაპზე ერთდროულად ოთხ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს.