საახალწლო ნაძვის ხე

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს საღამოს აინთება.

20:00 საათიდან მოედანზე ზღაპრული მატარებლით „დროში მოგზაურობა“ მოეწყობა. „საახალწლო  ექსპრესი“, – ასეთი სახელწოდება აქვს მიუზიკლს, რომელიც საქართველოს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე იქნება წარმოდგენილი. პირველი რესპუბლიკის მოდანი ჯადოსნურ ქალაქად გადაიქცევა. კულტურული ღონისძიებების გარდა, საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი წარმოდგენებით. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და მისი თანაშემწეები მთელი დღის განმავლობაში იზრუნებენ. წარმოდგენილი იქნება პროექტები, „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“.