„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“
მუსიკოსი გამორჩეული საშემსრულებლო სტილით – ცნობილი იტალიელი დირიჟორი და ჩელისტი ხვალ საორკესტრო კოლექტივთან ერთად პირველად დაუკრავს. სინფონიეტასთან დაგეგმილი კონცერტი 27 წლის წინ დაარსებული ფესტივალის, „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში გაიმართება.
საკონცერტო პროგრამა განსხვავებული სტილის მქონე ორი გენიალური კომპოზიტორის, შუბერტისა და ვაინბერგის ნაწარმოებებს აერთიანებს.
კონცერტი, კონსერვატორიის დიდ დარბაზში 20 დეკემბერს გაიმართება.