საახალწლო კონცერტი ევროპის მოედანზე

ძველ თბილისში, ევროპის მოედანზე დამონტაჟებულ სცენას ორ საათში ესტრადის შემსრულებლები დაიკავებენ. რეპერტუარში, ძირითადად, საახალწლო სიმღერებია.

მათ, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ 2018 წელს ძველ თბილისში შეხვდეს, საყვარელი მომღერლების მოსმენა დილის სამ საათამდე შეეძლებათ.

მარიამ ვაშაძე, ვასილ-ივანოვ-ჩიქოვანი და ლიზა წიკლაური ადევნებენ თვალს ევროპის მოედანზე მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს.