ვანში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.
ვანის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელოდებათ. უკვე მოეწყო ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ადგილზე მიმდინარეობს საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს მათი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები აქვთ წარმოდგენილი. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საბავშვო სივრცე. მიმდინარეობს ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან და საჩუქრების დარიგება. 18:00 საათზე დაიწყო გალა კონცერტი. მსმენელის წინაშე წარდგებიან ცნობილი მუსიკალური ჯგუფები „ურსა“, „მიქსტურა“, დუეტი „ლეონი“ და „თეატრალური კვარტეტი“.