საახალწლო ღონისძიებები თბილისში
დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. მთავარი ლოკაცია პირველი რესპუბლიკის მოედანია, სადაც საახალწლო სოფელი 14 იანვრის ჩათვლით არის განთავსებული. ადგილზე ფუნქციონირებს ყინულის მოედანი, ასევე მოწყობილია სანტას სახლი და კვების ობიექტები. სტუმრებს ასევე დახვდებათ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციაც. ბავშვების განწყობაზე კი ზღაპრის გმირები ზრუნავენ.
თეონა მაჭარაშვილის ჩართვა საახალწლო სოფლიდან „მოამბის“ პირდაპირ ეთერში.