საახალწლო ღონისძიებები თბილისში
დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „საახალწლო სოფელია“ მოწყობილი. აქტივობები ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი. პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ანიმაციური ფილმების პერსონაჟები ზრუნავენ. იმართება კონცერტები. ადგილზე მოწყობილია ყინულის მოედანი და ატრაქციონების პარკი.