საახალწლო ღონისძიებები თბილისში

18:23, 05.01.2026

პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელში“ ხალხმრავლობაა. სტუმრებს სხვადსხვა გასართობ პროგრამას სთავაზობენ. წარმოდგენილია საბავშვო აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.
ცოტა ხნის წინ დასრულდა მუსიკოს ზვიად ბოლქვაძის და მისი ბენდის კონცერტი. ადგილზე მოწყობილია ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი.

„საახალწლო სოფელი“ საზეიმო ღონისძიებით 14 იანვარს დაიხურება.

მსგავსი