საახალწლო ღონისძიებები თბილისში
მთაწმინდის პარკში საახალწლო ღონისძიებები იმართება. ტერიტორიაზე ყოველდღიურად ეწყობა ილუზიონისტების შოუ, გათამაშებები, კონცერტები და დრამერების მუსიკალური მსვლელობა. პარკი სტუმრებს 12:00-დან 18:00 საათამდე უმასპინძლებს. საახალწლო ღონისძიებები საზეიმოდ 7 იანვარს დასრულდება.
მარიამ აფციაური იმყოფება მთაწმინდის პარკში და პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.