საახალწლო ღონისძიებები თბილისში

18:29, 13.12.2025

თბილისის მთავარი ნაძვის ხე ანთებული, საახალწლო სოფელი კი გახსნილია. პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდა ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი. ასევე დილიდან პატარებისთვის თეატრალური წარმოდგენა მოეწყო, 20:00 საათზე კი კონცერტი გაიმართება. საახალწლო სოფელი სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მსგავსი