დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.
ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში მოწყობილ საახალწლო სოფელში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა იმართება. ეწყობა ზღაპრის გმირების მსვლელობა, კინოჩვენებები და თეატრალიზებული წარმოდგენები. ადგილზე განთავსებულია სამეწარმეო და გასტრონომიული მარკეტებიც, პატარებს კი ტკბილეულით სანტა კლაუსი უმასპინძლდება. საღამოობით სტუმრების განწყობაზე ქართველი შემსრულებლები ზრუნავენ. დღეს 20:00 საათზე სცენას ანსამბლი ბასიანი დაიკავებს.