საახალწლო ღონისძიებები თბილისში

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.

სადღესასწაულო აქტივობები ყოველდღიურად იმართება ორბელიანების მოედანსა და დედაენის ბაღში, სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი. ადგილზე მისულ პატარებს ბაღში მოწყობილ სანტას სახლში სანტა კლაუსი ელოდება, რომელთანაც სამახსოვრო ფოტოს გადაღებაა შესაძლებელი. საახალწლო განწყობის შექმნაზე კი ანიმაციური პერსონაჟები და მომღერლები ზრუნავენ. გუშინ სცენა ანსამბლმა „შვიდკაცამ“, „ალილომ“ და „თეატრალურმა კვარტეტმა“ დაიკავეს. ეწყობა კინოჩვენება და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. იუსტიციის სახლთან განთავსებულია ყინულის მოედანიც.

საახალწლო სოფელში ღონისძიებები ყოველდღიურად 22 საათამდე გრძელდება.