საახალწლო ღონისძიებები თბილისში

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. სადღესასწაულო აქტივობები ორბელიანების მოედანზე და „დედაენის ბაღში“ იმართება, სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი. პატარებს სანტა კლაუსი ელოდებათ, საახალწლო განწყობაზე კი ანიმაციური პერსონაჟები და მომღერლები ზრუნავენ. კონცერტებთან, კინოჩვენებებთან და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, მსურველებს იუსტიციის სახლთან ყინულის მოედანიც დახვდებათ.