საახალწლო ღონისძიებები თბილისში
თბილისში საახალწლო პროგრამა გრძელდება.
სადღესასწაულო განწყობა ყველაზე მეტად ორბელიანების მოედანზე და დედაენის ბაღში იგრძნობა, სადაც საახალწლო სოფლებია მოწყობილი. სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი პატარებისთვის, სადაც ბავშვების გახალისებას სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობით ცდილობენ. ტარდება კონცერტები და ეწყობა გამოფენებიც. ადგილზე მისულებს სამეწარმეო და გასტრონომიული კუთხის დათვალიერებაც შეუძლიათ. ყინულის მოედანი, სანტას სახლი, შეხვედრა ზღაპრის გმირებთან, ატრაქციონების პარკო, საშობაო ბაზარი, საახალწლო მატარებელი, ტკბილეულის ფესტივალი, ღია კინოთეატრი და თეატრალიზებული წარმოდგენები – მრავალფეროვანი პროგრამა 14 იანვრამდე გაგრძელდება. დღეს დედაენის ბაღში დამონტაჟებული სცენა ჯგუფ „ურსას“ ეთმობა, კონცერტი მიმდინარეობს ორბელიანების მოედანზეც.