საახალწლო ღონისძიებები თბილისში

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.

სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობა, ორბელიანების მოედანსა და დედაენის ბაღში იმართება სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი. ადგილზე მისულ პატარებს დედაენის ბაღში მოწყობილ სანტას სახლში სანტა კლაუსი ელოდება. საახალწლო განწყობის შექმნაზე კი ანიმაციური პერსონაჟები და მომღერლები ზრუნავენ. კონცერტებთან, კინოჩვენებებთან და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვასთან ერთად, მსურველებს იუსტიციის სახლთან მასშტაბური ყინულის მოედანიც დაგხვდებათ.