საახალწლო ღონისძიებები რუსთავში
რუსთავში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ასანთებად ემზადებიან. დღეს საღამოს 8 საათზე, რუსთავის თავისუფლების მოედანზე, საშობაო სოფელი გაიხსნება და მთავარი ნაძვის ხეც აინთება. დღესასწაულზე მისულ რუსთაველებს საშობაო მეჯლისი და ანსამბლ „ქართული ხმების“კონცერტი ელოდებათ. რუსთავის საშობაო სოფელი ატრაქციონებით, თოვლის ბაბუით და საშობაო ტკბილეულით სტუმრებს დღეიდან, 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.