საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში  

საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ყველა მუნიციპალიტეტში კონცერტები და საბავშო ღონისძიებები იმართება. სენაკში მოეწყო საშობაო ქარავანი, ბაზრობები, გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. სენაკში საახალწლო ღონისძიებები დღეს, ორ საათზე დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

დღის განმავლობაში ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი გაიმართება, 18:00 საათიდან კი სენაკელების წინაშე „ქუჩის ბიჭები“, ნოდარიკო ხუციშვილი, ელენე ფოჩხუა და სოფო ბედია წარდგებიან. საახალწლო ღონისძიება სენაკში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდრეგულაციები.