საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები რეგიონებში დღეს დასრულდება, „ახალი წლის დღეებს“ გორი, რუსთავი, თერჯოლა, ბორჯომი და ქობულეთი უმასპინძლებენ, სამზადისი აღნიშნულ ქალაქებში უკვე დასრულებულია. მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იქნება საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი. მოსული სტუმრების, განსაკუთრებით კი, პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუა ელფებთან, ზღაპრის გმირებსა და ანიმატორებთან ერთად იზრუნებს. მოწყობილია თემატური ფოტოგადაღების სივრცეები, დღის ბოლოს გაიმართება გალა-კონცერტი.