საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს ბაკურიანში.
ე.წ. 25-იანების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, სტუმრებს ცხელი სასმელებით და ტკბილეულით უმასპინძლდებიან, ასევე წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები. პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუა ელფებთან, ანიმატორებთან და ზღაპრის გმირებთან ერთად ზრუნავს. ამ წუთებში ღამის შოუს ბენდისა და ანსამბლ „ჰერიოს“ მონაწილეობით გალა კონცერტი მიმდინარეობს. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს მცხეთაც, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა. ადგილზე ასევე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო პროგრამა დღის ბოლოს გალა კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.
ახალი წლის დღეებს, უკვე უმასპინძლა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალმა ყველა სხვა მუნიციპალიტეტმა.
საახალწლო ღონისძიება ტარდება დედოფლისწყაროშიც, კულტურის სახლის ეზოში, მოწყობილია საბავშვო გასართობი სივრცეები, საშობაო ბაზრობა, მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე განთავსებულია საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.