საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

ქვეყნის მასშტაბით წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება. მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, გამოფენა-გაყიდვა. ადგილზე ასევე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო პროგრამა დღის ბოლოს გალაკონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიებას უკვე უმასპინძლა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალმა ყველა სხვა მუნიციპალიტეტმა.

კონცერტებს ტყიბულის მუნიციპალიტეტიც უმასპინძლებს. სამზადისი დილიდან მიმდინარეობს ქალაქში. ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა საშობაო ბაზრობა, წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი ზონები. საზეიმოდ აინთება მთავარი ნაძვის ხე. საახალწლო დღეები, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციტივით, უკვე მეოთხე წელია ტარდება.