დუშეთი საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს. ამ წუთებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. დაგეგმილია საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიაც. საახალწლო პროგრამა 13:00 საათიდან დაიწყება და დღის ბოლოს საღამო კონცერტით დასრულდება.