საახალწლო ღონისძიებები გაიმართება ჩხოროწყუშიც. ქალაქის ცენტრში მოწყობილია სხვადასხვა დეკორაციები, განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საღამო კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება, აინთება ქალაქის ნაძვის ხეც. ახალი წლის დღეები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს უკვე მეოთხედ იმართება.