საახალწლო ღონისძიებები ხაშურში

15:25, 25.12.2024

საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება ხაშურში დილიდან მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ეწყობა საშობაო ბაზრობა, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

მსგავსი