საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

დმანისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ მიმდინარეობს.

მერიის მიმდებარედ, განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა. დღეს აინთება მთავარი ნაძვის ხეც. საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს შუახევშიც. საახალწლო ღონისძიებისთვის ეწყობა საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო ღონისძიებები ასევე იმართება, ზუგდიდში, ახალქალაქში, თერჯოლასა და ბაღდადში.