„ახალი წლის დღეების“ ფარგლებში ღონისძიება დღეს ზუგდიდში გაიმართება. ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ მოეწყო სხვადასხვა დეკორაციები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიებები 16:00 საათიდან დაიწყება, 18:00 საათზე გაიმართება საბავშვო კონცერტი. 19:00 საათიდან კი გალაკონცერტი.
დღესვე აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. წლის მთავარი ღონისძიებისთვის ემზადება ახალქალაქიც. ცენტრალურ პარკთან ეწყობა საშობაო ბაზრობა, იდგმება დეკორაციები და მონტაჟდება სცენა. საღამოს გალაკონცერტი გაიმართება.