საახალწლო ღონისძიებები მარტვილში

საახალწლო ღონისძიება იმართება მარტვილში. მარტვილელების წინაშე სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ნოდარიკო ხუციშვილი და „ჯემ სესიის“ ბენდი წარდგნენ. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით უმასპინძლდებოდა, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვეინს სთავაზობდნენ. მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართა.