საახალწლო ღონისძიებები ქუთაისსა და ახალციხეში

საზეიმო განწყობაა ქვეყნის მასშტაბით, რაიონებსა და ქალაქებში.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ზღაპრის გმირებმა მსვლელობა მოაწყვეს და საახალწლო ფლეშმობი გამართეს. ქალაქის სხვადასხვა უბანში ბავშვებისთვის გოზინაყის ფილები  და საჩუქრები დარიგდება. სადღესასწაულო ღონისძიებებს გალაკონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს. საახალწლო აქტივობებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი დაიხარჯება.

ტკბილეულს ურიგებენ თოვლის ბაბუები ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებსაც და დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ. ცენტრალურ პარკში კი სპექტაკლები იმართება. საახალწლო კონცერტი ახალციხეში ამ წუთებში მიმდინარეობს.