საახალწლო ღონისძიებები ლენტეხში
ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ლენტეხის მუნიციპალიტეტში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ღონისძიებაზე რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილ ლენტეხელებს მადლობის სიგელები გადასცეს. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 15 წარჩინებული მოსწავლე სერტიფიკატებითა და ოქროს მედლებით დააჯილდოეს. გაიმართა ქართული ესტრადის კონცერტი.