საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში 

21:38, 06.01.2026

დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები გრძელდება. ხალხმრავლობაა საზეიმოდ მორთულ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი. აქტივობები ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი პატარების განწყობაზე, თოვლის ბაბუა და სხვადასხვა ანიმაციური ფილმის პერსონაჟები ზრუნავენ.ადგილზე მოწყობილია ყინულის მოედანი  და ატრაქციონების პარკი . იმართება კონცერტებიც. დღეს სტუმრების განწყობაზე ქართული ესტრადის შემსრულებლებმა   იზრუნეს, რომლებმაც მსმენელისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი კომპოზიციები შეასრულეს. სადღესასწაულო სოფელი სტუმრებს ყოველდღე, 14 იანვრის ჩათვლით ელოდება.

მსგავსი