საახალწლო ღონისძიება

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვები სხვადასხვა სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთვნენ.

სპეციალურად მათთვის ხელნაწერებში არსებული ორნამენტების მიხედვით ნაძვის ხის სათამაშოები მომზადდა. გარდა ამისა, ბავშვები ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ისტორიასაც გაეცნენ.