თიანეთში საახალწლო ღონისძიება იმართება. ამ წუთებში ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. დაგეგმილია ნაძვის ხის ანთების ცერემონიაც. საახალწლო პროგრამა 13 საათიდან დაიწყება და დღის ბოლოს საღამო კონცერტითა დასრულდება.