საახალწლო ღონიძიებები დედაქალაქში
მზადება საახალწლო პროგრამისთვის. ღონისძიებები 12 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდში თბილისი მრავალფეროვანი და სანახაობრივი ღონისძიებებით დაიტვირთება. საახალწლო სოფელი წელს რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, იქვე მოეწყობა ღია ყინულის მოედანი. ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობ და კულტურულ პროგრამას შესთავაზებენ. ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ სანტა და ელფები, გაიმართება სადღესასწაულო კონცერტები. წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი.“ საახალწლო სოფელი 12 დეკემბერს გაიხსნება, საღამოს კი მთავარი ნაძვის ხის ანთების ტრადიციული ცერემონია გაიმართება და მთელ ქალაქში საახალწლო ილუმინაციები განათდება. დედაქალაქში სადღესასწაულო ილუმინაციების მონტაჟი ფინალურ ეტაპზეა.